Posts

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე ძალიან საინტერესო საქმიანობით დავიწყეთ, ვისწავლეთ  ,,პადლეტი" და მისი ჩაშენება ბლოგში. ვიმუშავეთ პროექტის ფასილიტაციაზე, მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და  ავტვირთეთ გოოგლის დისკზე. საქმიანობა იყო ძალიან საინტერესო. თუ თვალს გადავავლებთ 9 დღეს, ტრენინგი ნამდვილად ბევრის მომცემი იყო ჩემთვის. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ჩვენს ტრენერს, ქ-ნ ნინო კოკილაშვილს, საინტერესო და მრავალმხრივ დატვირთული მეცადინეობებისთვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი ნამუშევარი

პროექტის იდეებისთვის

Image

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი განვაახლეთ ხალისიანად, ბევრი ნამუშევარი დაგვიგროვდა და თვითშეფასებაც უკეთესია.ვისაუბრეთ სწავლის სტილსა და მრავალმხრივ ინტელექტზე, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, შევქმენით მოსწავლის დამხმარე მასალა, ვიმუშავეთ ჩვენს პროექტზე და გავწერეთ პროცედურები, კერძოდ სსსმ და ნიჭიერი მოსწავლის აქტივობები. ვისაუბრეთ ფასილიტაციასა და მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების გათვალისწინებაზე. ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ დატვირთული იყო.

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და მოვარგეთ პრეზენტაციის შეფასების სქემა. მოვისმინეთ მინილექცია შეფასების სქემების შესახებ. გავეცანით შეფასების სქემის ნიმუშებს, რომელსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში. გავეცანით ამავდროულად შეფასების სქემის კრიტერიუმებს.

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე ძალიან დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. დავასრულეთ პრეზენტაციაზე მუშაობა, ჩავაშენეთ პრეზენტაცია ბლოგზე. ელექტრონულ წიგნში წავიკითხეთ მოდული 3-კავშირები და გამოვიყენებთ ჩვენს მუსაობაში. ვისწავლეთ როგორ შევადგინოთ გამოკითხვა გუგლის ფორმაში და გამოვაქვეყნეთ.