ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგი განვაახლეთ ხალისიანად, ბევრი ნამუშევარი დაგვიგროვდა და თვითშეფასებაც უკეთესია.ვისაუბრეთ სწავლის სტილსა და მრავალმხრივ ინტელექტზე, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, შევქმენით მოსწავლის დამხმარე მასალა, ვიმუშავეთ ჩვენს პროექტზე და გავწერეთ პროცედურები, კერძოდ სსსმ და ნიჭიერი მოსწავლის აქტივობები. ვისაუბრეთ ფასილიტაციასა და მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების გათვალისწინებაზე. ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ დატვირთული იყო.
Comments
Post a Comment