ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია.
მეოთხე დღე ტრადიციულად წინა ცოდნის მოკლე მიმოხილვით დავიწყეთ, დავათვალიერეთ მსმენელების პროექტის გეგმის ნიმუშები და მივეცით ერთმანეთს კომენტარები, გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენი პროექტის ზოგად შინაარსობრივ და თემატურ კითხვებზე. ჩემი პროექტის ეს ნაწილი ასე გამოიყურება:
ზოგადი კითხვა: რა გადაარჩენს სამყაროს?
შინაარსობრივი კითხვა: რა გავლენას ახდენს მწვანე საფარი ადამიანის ცხოვრებაზე?
თემატური კითხვები:
ზოგადი კითხვა: რა გადაარჩენს სამყაროს?
შინაარსობრივი კითხვა: რა გავლენას ახდენს მწვანე საფარი ადამიანის ცხოვრებაზე?
თემატური კითხვები:
რომელი მცენარეები ხარობს ჩვენს ეკოსისტემაში?
როგორ შევარჩიოთ სასურველი ნერგი?
რა
აუცილებელი პირობები უნდა შევუქმნათ ჩვენს მცენარეებს?
რა სარგებლობას
მოიტანს ჩვენი ბაღნარი?
მეოთხე დღე წინა დღეებივით ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
|
ქალბატონო თამარ, გავეცანი თქვენს მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ძალიან მომეწონა ზოგადი კითხვა, რომელიც მოსწავლეებში აღძრავს ინტერესს. შინაარსობრივი და თემატური კიტხვებიც კარგადაა შერჩეული.
ReplyDeleteძალიან მომწონს თქვენი პროექტის იდეა. ვფიქრობ ასეთი პროექტი ყველა სკოლაში უნდა განხორციელდეს.
ReplyDeleteეკა, მეც მიმაჩნია, რომ სკოლაში განხორციელებული პროექტები მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის და აძლევს მათ თვითგამოხატვის საშუალებას.
Deleteქალბატონო თამარ,მომეწონა თქვენ მიერ შერჩეული კითხვები.განსაკუთრებით ზოგადი კითხვა.მოსწავლეებმა უნდა იფიქრონ,რა შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ
ReplyDeleteქ-ნო ნონა, ფიქრი მოსწავლეებს განსჯის უნარს უაქტიურებს, ეს კი თანამედროვე სწავლების პრიორიტეტია.
Deleteთამარ, შეკითხვები საინტერესოდაა ჩამოყალიბებული. მომწონს თქვენი ნაზრევი
ReplyDeleteაზრთა მრავალფეროვნება კრეატივის წინაპირობაა, ეს კი პროექტსაც და გაკვეთილსაც ერთნაირად უხდება.
Delete