ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ პირველი დღის შეჯამებით,თვითოეულმა ჩვენგანმა მოვიტანეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის იდეები, ვისწავლეთ როგორ ავიღოთ ბლოგის მისამართი და და გადავგზავნოთ სასაურველ მისამართზე, ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დანიშნულებაზე და შევქმენით სავარაუდო პროექტის ბუკლეტი, შევისწავლეთ როგორ მოვათავსოთ ბუკლეტის გარეკანზე სასურველი ფოტო, როგორ გავაკეთოთ ჩარჩო და ჩაღვარორ მასში სასურველი ფერი. გავიგეთ სურათის ზომების ადგილმდებარეობის შეცვლის მეთოდი. დღევანდელი ახალი ინფორმაცია უდავოდ დაგვეხმარება ჩვენს მომავალ საქმიანობაში, როგორც პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში, ისე სხვადასხვა კლასგარეშე სამუშაოების ჩატარებისას ,რისთვისაც მადლობას ვუხდი ქ-ნ ნინო კოკილაშვილს.

Comments

  1. მომეწონა თქვენ მიერ შეფასებული ტრენინგის მეორე სამუშაო დგე.სრულყოფილად აღწერთბლოგის შექმნისა და ბუკლეტის შექმნის პროცესს.დაგეთანხმებით,მეტად საინტერესო და საჭირო ტრენინგია,რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროექტის შექმნაში

    ReplyDelete
  2. ქალბატონო თამარ! მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ამ ტრენინგში და თქვენც აქ ხართ. ტრენინგის ყოველი დღე, დამეთანხმებით, რომ ნაყოფიერი და მრავლისმომცველია, რაც დაგვეხმარება პროექტებით სწავლებაში და სკოლას მრავალფეროვანსა და მიმზიდველს გავხდით, სწავლა- სწავლების პროცესი გახდება უფრო საინტერესო და თანამედროვე, ვიდრე უწინ. ველი თქვენგან თანამშრომლობას.
    პატივისცემით მარინა ზედელაშვილი

    ReplyDelete
  3. ძალიან საინტერესო იყო პროექტების იდეების გაცნობა. მომეწონა თქვენი პროექტის იდეა, წარმატებებს გისურვებთ მის განხორციელებაში

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია