Posts

Showing posts from October, 2018

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ პირველი დღის შეჯამებით,თვითოეულმა ჩვენგანმა მოვიტანეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის იდეები, ვისწავლეთ როგორ ავიღოთ ბლოგის მისამართი და და გადავგზავნოთ სასაურველ მისამართზე, ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დანიშნულებაზე და შევქმენით სავარაუდო პროექტის ბუკლეტი, შევისწავლეთ როგორ მოვათავსოთ ბუკლეტის გარეკანზე სასურველი ფოტო, როგორ გავაკეთოთ ჩარჩო და ჩაღვარორ მასში სასურველი ფერი. გავიგეთ სურათის ზომების ადგილმდებარეობის შეცვლის მეთოდი. დღევანდელი ახალი ინფორმაცია უდავოდ დაგვეხმარება ჩვენს მომავალ საქმიანობაში, როგორც პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში, ისე სხვადასხვა კლასგარეშე სამუშაოების ჩატარებისას ,რისთვისაც მადლობას ვუხდი ქ-ნ ნინო კოკილაშვილს.

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია.

ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. გაგვეცნო კურსის ხელმძღვანელი და წარვადგინეთ საკუთარი პერსონები. ხელმძღვანელმა ისაუბრა ელექტრონული სახელმძღვანელო- ვიუვერის შესახებ. გავეცანით მის შინაარსს, რესურსებს, გავეცანით 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს, ვისაუბრეთ პროექტით სწავლების  სიკეთეზე, შევქმენით ახალი ბლოგი  google drive-ში, შევქმენით საქაღალდეები, რომლებშიც განთავსდება მასალები იმ პროექტის ირგვლივ, რომელსაც დავგეგმავთ  ტრენინგის ფარგლებში.