Posts

Showing posts from November, 2018

საზიარო დაფის მისამართი

გთხოვთ უპასუხოთ კითხვას.

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე ძალიან საინტერესო საქმიანობით დავიწყეთ, ვისწავლეთ  ,,პადლეტი" და მისი ჩაშენება ბლოგში. ვიმუშავეთ პროექტის ფასილიტაციაზე, მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და  ავტვირთეთ გოოგლის დისკზე. საქმიანობა იყო ძალიან საინტერესო. თუ თვალს გადავავლებთ 9 დღეს, ტრენინგი ნამდვილად ბევრის მომცემი იყო ჩემთვის. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ჩვენს ტრენერს, ქ-ნ ნინო კოკილაშვილს, საინტერესო და მრავალმხრივ დატვირთული მეცადინეობებისთვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი ნამუშევარი

პროექტის იდეებისთვის

Image

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი განვაახლეთ ხალისიანად, ბევრი ნამუშევარი დაგვიგროვდა და თვითშეფასებაც უკეთესია.ვისაუბრეთ სწავლის სტილსა და მრავალმხრივ ინტელექტზე, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, შევქმენით მოსწავლის დამხმარე მასალა, ვიმუშავეთ ჩვენს პროექტზე და გავწერეთ პროცედურები, კერძოდ სსსმ და ნიჭიერი მოსწავლის აქტივობები. ვისაუბრეთ ფასილიტაციასა და მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების გათვალისწინებაზე. ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ დატვირთული იყო.

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და მოვარგეთ პრეზენტაციის შეფასების სქემა. მოვისმინეთ მინილექცია შეფასების სქემების შესახებ. გავეცანით შეფასების სქემის ნიმუშებს, რომელსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში. გავეცანით ამავდროულად შეფასების სქემის კრიტერიუმებს.

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე ძალიან დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. დავასრულეთ პრეზენტაციაზე მუშაობა, ჩავაშენეთ პრეზენტაცია ბლოგზე. ელექტრონულ წიგნში წავიკითხეთ მოდული 3-კავშირები და გამოვიყენებთ ჩვენს მუსაობაში. ვისწავლეთ როგორ შევადგინოთ გამოკითხვა გუგლის ფორმაში და გამოვაქვეყნეთ.

გამოკითხვა

Loading...

პროექტის პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე დავიწყეთ წინა მეცადინეობების მთავარი საკითხების გახსენებით. შევაფასეთ ტრენინგის მონაწილეთა პროექტისთვის დასმული კითხვები,  ვმუშაობთ პროექტზე, კონკრეტულად პროექტის შეფასების გეგმაზე, დავამუშავეთ, პროექტის მსვლელობისას რომელ სტრატეგიებს,აქტივობას, მეთოდს და ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, დავწერეთ მისი მოკლე აღწერა. შევქმენით პრეზენტაცია ამ საკითხების ირგვლივ.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია.

მეოთხე დღე ტრადიციულად წინა ცოდნის მოკლე მიმოხილვით დავიწყეთ, დავათვალიერეთ მსმენელების პროექტის გეგმის ნიმუშები და მივეცით ერთმანეთს კომენტარები, გავაგრძელეთ  მუშაობა ჩვენი პროექტის   ზოგად   შინაარსობრივ   და თემატურ კითხვებზე. ჩემი პროექტის ეს ნაწილი ასე გამოიყურება: ზოგადი კითხვა:   რა გადაარჩენს სამყაროს? შინაარსობრივი კითხვა:  რა გავლენას ახდენს მწვანე საფარი ადამიანის ცხოვრებაზე? თემატური კითხვები:       რომელი მცენარეები ხარობს ჩვენს ეკოსისტემაში?      როგორ შევარჩიოთ სასურველი ნერგი?       რა აუცილებელი პირობები უნდა შევუქმნათ ჩვენს მცენარეებს?      რა სარგებლობას   მოიტანს ჩვენი ბაღნარი? მეოთხე დღე წინა დღეებივით ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე დავიწყეთ წინა მეცადინეობის გახსენებით, ვიმუშავეთ  ბუკლეტის ფორმატზე, დავამატეთ მას საჭირო მასალა. და დავიწყეთ ახალი თემა: ,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა" ვიმუშავეთ შაბლონში და ელ. საიტის  ncp.ge ს საშუალებით ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის შესატყვის სტანდარტის ინდიკატორებზე. მოვისმინეთ მინი ლექცია ბლუმის ტაქსონომიაზე და თეორიული კურსი - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე.